ქსელში ქალიდის ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. Talk – ასე ჰქვია სინგლს, რომელიც ინგლისურ ელექტრონულ დუოსთან, Disclosure თანამშრომლობით ჩაიწერა.
საინტერესოა, რომ ამერიკელი მომღერლის უახლესი ნამუშევრის გარეკანს მგელი და ცეცხლი ამშვენებს.
ამასთან, სიახლის ავტორი თავად 20 წლის არტისტია, რომელმაც თაყვანისმცემლებს პირველი მინი ალბომი Suncity, გასული წლის 19 ოქტომბერს შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავის სადებიუტო სტუდიური ალბომი American Teen 2017 წლის 3 მარტს გამოვიდა. საიუბილეო, მე-60 ,,გრემიზე”, ქალიდი ,,საუკეთესო ახალი შემსრულებლის” ნომინაციაში წარადგინეს.