LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა ღმერთს სთხოვა ალერგია გამოეწვია ბოიფრენდზე და… საავადმყოფოში მოხვდა

152
Bez-imeni-12-pic4_zoom-1500x1500-43829

ამერიკელმა ქალმა ღმერთს სთხოვა ბოიფრენდზე ალერგია გამოეწვია და საავადმყოფოში მოხვდა. ამაზე LADBible წერს. ახლა ქალი დარწმუნებულია, რომ ეს მაღლიდან ნიშანია.

როგორც ზაკია აივი ჰყვება, ის კაცს თვეზე მეტი ხვდებოდა. ბოლომდე არ ყოფილა დარწმუნებული სურდა თუ არა ურთიერთობის აწყობა, ამიტომ ღმერთს სთხოვა სიგნალი გაეგზავნა. ლოცვებში უთხოვია, რომ „არასასიკვდილო ალერგიული რეაქცია“ გაეგზავნა თუ ერთად ყოფნა არ ეწერათ.

რამდენიმე დღეში აივის სახე შეუშუპდა, დაქალმა საავადმყოფოში წაიყვანა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ ალერგიის სიმპტომები ჰქონდა. ზაკია დარწმუნებულია, რომ მისი ლოცვა შეისმინეს და ერთ კვირაში ბოიფრენდს დაშორდა. ქალი არაფერს ნანობს და აღიარა, რომ აწი ყოველთვის ღმერთს მიმართავს, სანამ ახალ ურთიერთობას დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები