LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალს ტელეფონის ნომერი შეეშალა და ციხეში მოხვდა

106
3654

აშშ-ში, ფლორიდას შტატში ქალს ტელეფონის ნომერი შეეშალა და ნარკოტიკის შეძენა სცადა false, რომელიც აკრძალულ ნივთიერებებთან ბრძოლის განყოფილებაში მუშაობს. ამის შესახებ WTVY წერს.

31 დეკემბერს 41 წლის ოქტავია უელსიმ გადაწყვიტა ქალაქიდან გასვლამდე ცოტა ნარკოტიკი მოემარაგებინა.

ამისათვის ქალმა მიწერა ნომერს, რომელზე დარწმუნებული იყო რომ ნარკოდილერს ეკუთვნოდა. არადა სინამდვილეში მას კონტაქტი შეეშალა და ეს შეტყობინება შერიფის ოფისის თანამშრომელთან მოხვდა.

გამომძიებელი ქალს თამაშში აჰყვა და ნარკოტიკის გადასაცემად შეხვედრაც დაუნიშნა. ოქტავია დანიშნულ ადგილთან მივიდა და დაიჭირეს. ქალი ამჟამად თავის სასამართლო პროცესს ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები