საგამოფენო დარბაზში „ცალკე სივრცე“ თოჯინების ოსტატის ბაჩანა ხალვაშისა და ფოტოგრაფის ჯუდა ხატია ფსუტურის ერთობლივი გამოფენის გახსნა და მარიონეტების ალბომის პრეზენტაცია, სახელწოდებით – „ქანდაკება სპექტაკლში“ გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მარიონეტები სპექტაკლებიდან: მოლიერის მიზანტროპი და მეფეთა ცხოვრება. ასევე, დამთვალიერებელს შეეძლება ფოტოგრაფის ჯუდა ფსუტურის თოჯინების ფოტოების სერიის ნახვა.
ღონისძიების გახსნას ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანები და დარგის სპეციალისტები დაესწრებიან. გამოფენა 23 ოქტომბერს დასრულდება.
