LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბიმ სასამართლო პროცესი გამოტოვა – რეპერი ვეფხვის ბოდიარტში გადაიღეს (ფოტო)

6967582-0-image-a-4_1543879811085

ქსელში ქარდი ბის ახალი ფოტოები გავრცელდა, რომლებშიც სკანდალური რეპერი ვეფხვის ბოდიარტით პოზირებს და ტვერკს ასრულებს. საინტერესოა, რომ ფოტოებზე, იახტაზე მოცეკვავე გოგონები და ზებრას ბოდიარტით დაფარული 26 წლის შემსრულებლის პარტნიორიც ჩანან. ირკვევა, რომ ეპატაჟური ვარსკვლავი ახალ კლიპს მაიამის სანაპიროზე იღებს. სავარაუდოდ, საუბარია სინგლის Money ვიდეოზე, რომლის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ჩანს, ახალგაზრდა არტისტი მუსიკალური რგოლის გადაღებებზე ისე გაერთო, რომ სასამართლოში მისვლა დაავიწყდა. ცნობილია, რომ Offset-ის მეუღლე, აგვისტოში, სტრიპტიზ კლუბში მომხდარი ინციდენტის საქმის მოსმენაზე უნდა მისულიყო.

აღსანიშნავია, რომ ფოტოებმა იმ მოსამართლემდეც მიაღწია, რომელიც ახალბედა დედის საქმეს განიხილავს. ინსაიდერის ინფორმაციით, ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს კიდევ ერთი შანსი მისცეს, თუმცა დაემუქრნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ექსცენტრიკული ქარდი 7 დეკემბერს, საქმის განხილვაზე ისევ არ მივა, თავს გისოსებს მიღმა ამოყოფს.

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყება რეპერს, სტრიპტიზიორის ცემას ედავება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები