LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბის სარკაზმი შეკითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა კვლავ ნიკი მინაჟთან (ვიდეო)

299
46655

ქარდი ბისა და ნიკი მინაჟის დაპირისპირების შესახებ გასული წლის განმავლობაში არაერთხელ დაიწერა. თანამედროვეობის ორი საუკეთესო რეპერის კონფლიქტი, რომელიც ბოლო დროს თავს ისე აქტიურად აღარ იჩენს, Variety-ისთვის საინტერესო შეკითხვის დასმის საბაბი გახდა.

საქმე ისაა, რომ ახლახან, ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ამერიკული გამოცემის ჟურნალისტი 26 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს, მისი და 36 წლის კოლეგის შესაძლო კოლაბორაციის შესახებ ეკითხება.

,,შეურიგდები თუ არა ოდესმე ნიკის და ითანამშრომლებ თუ არა კვლავ მასთან”? – რეპორტიორის ამ შეკითხვას ოფსეტის მეუღლემ დაცინვით უპასუხა.

 

შეგახსენებთ, რომ ქარდი ბიმ და ნიკი მინაჟმა ერთად 2017 წელს, Migos-ის სინგლზე, MotorSport იმუშავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები