LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარელში 1000 ოჯახი წყალმომარაგების სისტემით პირველად ისარგებლებს

98

ქარელში მცხოვრები 1000 ოჯახი  წყალმომარაგების სისტემით პირველად ისარგებლებს. წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად, ქარელის რაიონში მცხოვრები 1000-მდე ოჯახი წყალმომარაგების სისტემით პირველად ისარგებლებს.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი წლების განმავლობაში მხოლოდ ჭის წყლით სარგებლობდა.

უწყების ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ ჯამში, 1800-მდე აბონენტს წყლის ხარისხი და მიწოდების გრაფიკი გაუუმჯობესდება.

პროექტის ფარგლებში, არსებული სატუმბი სადგურისა და რეზერვუარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მონტაჟდება სარეზერვო ტუმბო-აგრეგატი და შენდება გამანაწილებელი ქსელი.

სამშენებლო სამუშაოებზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი 2016 წლის ბოლოს დასრულდება. მისი საერთო ღირებულება 2 მლნ ლარია.