LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარის მოპედების და ელექტრომანქანის, ასევე სქროლის გამოყენებისას, გადახდილი თანხის 20-30 % უკან დაგიბრუნდებათ

2954
285483241_1114011035810318_2267186444681415782_n

თუ თიბისის ბარათის მფლობელი ხარ, შეგიძლია, თიბისისა და ელექტრო ტრანსპორტის საზიარო სერვისის „ქარის“ თანამშრომლობის ფარგლებში, გადახდილი თანხის 20-30% უკან დაიბრუნო.

აქცია ვრცელდება „ქარის“ მოპედებზე და „ქარი ამიზე“, რომელთა მართვის დროს თანხის 30 % უკან, ბარათზე დაგიბრუნდება, ხოლო „სქროლის“ მართვისას თანხის 20 % -ს დაიბრუნებ. თანხა ბარათზე გადახდიდან მეორე დღესვე ჩაგერიცხება.

შეთავაზება ვრცელდება თიბისის Visa და Mastercard ბარათებზე: თიბისის ნაკრები, კონცეპტ ბარათი, სტუდენტის ბარათი, სახელფასო ბარათი და ციფრული ბარათი. აქცია ვრცელდება თბილისსა და ბათუმში, სადაც ქარის და სქროლის ელექტროტრანსპორტი ხელმისაწვდომია.

თიბისის, ქარის და სქროლის თანამშრომლობა სრულად შეესაბამება თიბისის მდგრადი განვითარებისა და გარემოზე ზრუნვის პოლიტიკას. კოლაბორაციის მიზანია გარემოს გაჯანსაღება, ტრანსპორტირების ეკომეგობრული საშუალებების პოპულარიზაცია და მათი მოხმარების გაზრდა.

ქარი და სქროლი ეკომეგობრული კომპანიებია, რომელთა ახლებური ტრანსპორტირების მეთოდი ცხოვრების თანამედროვე სტილზეა მორგებული. ქარის პროდუქტები მოიცავს ელექტრომოპედებს და ახლა უკვე ელექტრო მინიმანქანებს, ხოლო სქროლის პროდუქტი – ელექტრო სკუტერებს. მათი მართვა გარემოს ზიანს არ აყენებს, არ აბინძურებს და ხმაურს არ იწვევს.

ქარი, რომელიც მომავლის სატრანსპორტო მომსახურებას ქმნის, 2021 თიბისის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული გახდა, ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g