LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარიშხალ „მაიკლის“ გამო, ფლორიდიდან 370 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

130

ფლორიდას ქარიშხალი „მაიკლი“ უახლოვდება, რომელიც მეოთხე კატეგორიამდ ეგაძლიერდა. როგორც ცნობილია, სტიქია აშშ-ის ტერიტორიას დღეს მიაღწევს.

ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-ს აღწევს. მთავრობამ 370 000 ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცა.საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს ფლორიდაში, ალაბამასა და ჯორჯიის შტატებში.

სინოპტიკოსების ცნობით, ალაბამაში მოსალოდნელია ტორნადოც. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, ადგილობრივი და ფედერალური მთავრობა სტიქიის დასახვედრად მზადაა.

მანამდე ქარიშხალი ცენტრალურ ამერიკას დაატყდა თავს. ჰონდურასსა და სალვადორში სტიქიას 13 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g