ქართულ ავიაბაზარზე უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი Jonika Airlines-მა ჩაანაცვლა.
როგორც სააგენტო avianews.ge იუწყება, თუ რამდენ ხანს იფრენს Jonika Airlines-ი ბათუმის მიმართულებით დამოკიდებულია YanAir Airlines-ის მიერ ექსპლუატანტის სერტიფიკატის აღდგენაზე, რომელიც კომპანიას მარეგულირებელმა შეუჩერა.
„ირკვევა, რომ კომპლექსური ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა ავიაგადამზიდავის საქმიანობაში რამდენიმე კრიტიკული შეუსაბამობა აღმოაჩინა, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ფრენის უსაფრთხოებას.
რაც შეეხება Jonika Airlines-ს ის კიევიდან, ხარკოვიდან და ოდესადან ყველა იმ ავიარეისს ასრულებს, რაც YanAir Airlines-ს უნდა შეესრულებინა. შესაბამისად რეისები განრიგის მიხედვით სრულდება და მგზავრებს პრობლემები არ ექმნებათ“,- წერს avianews.ge.
შეგახსენებთ, YanAir Airlines-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატის შეჩერებაზე ინფორმაცია 6 ივნისს გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანია 7 ივნისიდან ფრენებს ვეღარ განახორციელებდა.