LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულ ოცნებას“ ყველაზე უფრო სწორედ „ლელოსი“ ეშინია და ვხედავთ, რომ პარტია უკვე მრავალი დღეა აღვირახსნილი თავდასხმის ობიექტია მმართველი გუნდისგან“ – სალომე სამადაშვილი

143
სალომე მზა

„IRI- ის კვლევა გვეუბნება, რომ ხალხს სურს, დასრულდეს „ქართული ოცნების“ მმართველობა – ჩვენი კარი ღიაა შესაბამისი კონსულტაციებისთვის ყველა იმ პოლიტიკური ძალისა და პოლიტიკოსისთვის, რომელიც იზიარებს ჩვენს ხედვას ქვეყნის მომავალზე,“ – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„ყველა გამოკითხვით დასტურდება, რომ „ქართული ოცნება“ არის პარტია, რომელსაც ქართველი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა აღარ ენდობა. ამიტომ ბარიერი 5 პროცენტი იქნება, შემცირდება თუ არა, რუსული ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში შემდეგ არჩევნებზე უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება ბარიერის დაწევას, ეს იყო მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ უარს იტყვის მის დაწევაზე, რადგან ესაა პოლიტიკური ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ყველა რეკომენდაციას, აღებულ ყველა პირობას არღვევს, ამიტომ არ მიკვირს ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც მორიგ ჯერზე ურცხვად ატყუებს საზოგადოებას, ევროკავშირს, რომელიც აცხადებდა, რომ თუ იქნებოდა სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილება, განიხილავდნენ ბარიერის დაწევას.

რაც შეეხება „ლელოს“ სტრატეგიას, ამ გამოკითხვიდანაც ვხედავთ, რომ პარტიას აქვს გაზრდის უზარმაზარი პოტენციალი. ამომრჩევლის დიდ ნაწილს არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება.

„ქართულ ოცნებას“ ყველაზე უფრო ეშინია სწორედ „ლელოსი“, „ლელოს“ პარტიის რეიტინგის გაზრდის და ვხედავთ, რომ აღვირახსნილი თავდასხმის ობიექტია „ლელო“ უკვე მრავალი დღეა მმართველი გუნდისგან,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

25% – “ქართული ოცნება”, 13% – „ნაციონალური მოძრაობა“ – მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რა მხარდაჭერა ექნებოდათ პარტიებს – IRI-ის კვლევა

„ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს არ ემსახურება, როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში გაჩვენებთ რა არის ნამდვილი ხალხის მსახურება“ – მამუკა ხაზარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g