LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია ლონდონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა

107
London Wine Fair

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა. 

გამოფენა „London Wine Fair“ 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. პრესტიჟულ გამოფენას, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენელი ესწრება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის „Swirl Wine Group“ ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა, გამოფენის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის სამი პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა, სადაც, ჯამში, ქართული ღვინის მწარმოებელი 19 კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი.

გამოფენას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს დესპანი გიორგი საგანელიძე დაესწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g