LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ბრაზილიაში საერთაშორისო გამოფენაში „ProWine São Paulo“ მონაწილეობდნენ

108
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ სან-პაოლოში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „ProWine São Paulo“ ქართული ღვინის მწარმოებელი ხუთი კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის მონაწილე ქართველ მეწარმეებს ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ვასილ კუჭუხიძე შეხვდა.

საერთაშორისო ფორმატის „ProWine” გამოფენები წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რომლებიც ახალ კონტაქტებს ამყარებენ, მათ შორის, იმპორტიორებთან, ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს. „ProWine”-ის მთავარ გამოფენას დიუსელდორფი მასპინძლობს. წლის განმავლობაში კი, გამოფენები ტარდება ტოკიოში, შანხაიში, მუმბაიში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში და სან-პაოლოში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო „ProWein“-ის გამოფენებზე გერმანიაში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ჩინეთში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამოფენის „ProWine Dusseldorf“ ფარგლებში, საქართველოს მონაწილეობის საიუბილეო 25 წლისთავი აღინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g