ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელმა შვიდმა საოჯახო მარანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოფენაზე RAW Wine LA ქართული ღვინოები წარადგინა.
გამოფენის სტუმრები ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს, კულტურასა და ისტორიას გაეცნენ.
გამოფენაზე RAW Wine მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
მიმდინარე წელს გამოფენაში 14 ქვეყნის 100-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, კანადა და სხვა.