LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” : ირაკლი კობახიძის სახელით გავრცელებული განცხადება ზურა ჯაფარიძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ყალბია

81

“ქართული ოცნება” ირაკლი კობახიძის სახელით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამოქვეყნებულ  განცხადებაზე სადაც ნათქვამია, რომ “ქართული ოცნება” მხარს სალომე ზურაბიშვილს არ დაუჭერს.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია.

“დღეს ელექტრონული ფოსტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა პარლამენტის თავმჯდომარე დილით ესაუბრა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს მხარს არ დაუჭერს და მხარდაჭერას ზურაბ ჯაფარიძეს გამოუცხადებს. პარტიის პრესსამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ხელს ნუ შეუწყობენ,”-ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g