ევროპარლამენტარი თიის როიტენი „ტვიტერის” პირად გვერდზე წერს, რომ „თუ საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მიიღებს, ევროკავშირი იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს, ეს არჩევანი ივანიშვილმა უნდა გააკეთოს.
„ვწუხვარ, რომ საქართველოში ვითარება აქამდე დავიდა. “ქართული ოცნების” ანტი-ევროპული ზეწოლა არჩევანს არ გვიტოვებს.
თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, ევროკავშირი იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს.
ეს არჩევანი ბატონმა ივანიშვილმა უნდა გააკეთოს. არა რუსულ კანონს”, – წერს როიტენი.
ცნობისთვის, როიტენი ერთ-ერთია 31 ევროპარლამენტარიდან, რომლებმაც ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს გაწევრიანების პროცესში ნებისმიერი შემდგომი პროგრესის გარეშე, ვინაიდან, “საქართველოს ოფიციალური პირებისა და მმართველი „ქართული ოცნების” პარტიის ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს”.