LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში სხდომა მიმდინარეობს – უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეჩერებაზე მსჯელობს

75
ოცნების ოფისი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. აღნიშნულ თემაზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.  “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ საკუთარი პოზიცია უკვე გააჟღერა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მმართველ პარტიაში ხმები ორად არის გაყოფილი – პარტიის წევრების ნაწილი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერების მომხრეა, ნაწილი კი ვადის გახანგრძლივებას ითხოვს.

„ზოგადად, პირადად ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით, იმ პატარა პარტიებს, რომ თავიანთი ამომრჩევლის ხმა პარლამენტში გაახმოვანონ. ამის მომხრე ვართ, რადგან ჯერ ერთი იცით, რომ პარლამენტი უკვე მრავალფეროვანი გახდა, დღეს კიდევ დამატებით გახდება მრვალფეროვანი. თუმცა, ის პატარა პარტიები, რომლებსაც ხმა  ამომრჩეველმა მისცა, ჩემთვის პირადად უფრო საინტერესოა. საინტერესოა, რომ მათი წარმომადგენლები პარლამენტში იყვნენ და არა დავუშვათ რადიკალური ოპოზიცია. ისინი ვიცით რას  და როგორ წარმოადგენენ,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი შალვა პაპუაშვილი კი ფიქრობს, რომ სხდომაზე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით იმგვარი პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რომ  ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას სათანადო პასუხი გაეცეს.

„ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ პირად პოზიციას აქ მნიშვნელობა არ აქვს. როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, მნიშვნელოვანია, ის კონტექსტი, რომელ კონტექსტშიც  გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს, კონტექსტი კი არის შემდეგი – მათ შორის, ევროსაბჭოს შეფასებით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან პარლამენტში არშემოსვლა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაა, ამიტომ, ახლა ჩვენ გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, თუ რა არის პასუხი ამ ძირგამოთხრილი ქმედების პასუხი,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები