LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ დელეგატი ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ხვდება

134
2024-09-16_23-20-22_955665

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. ამჯერად, შეხვედრები გაიმართა ჩარგლის, ჟინვალის, ჭოპორტისა და ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებთან.

დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოქალაქეებისთვის პრობლემური საკითხები მოისმინა.
„იცით, რომ უმნიშვნელოვანესი არჩევნები გველის წინ. რეალურად, ეს არის პრინციპული, გადამწყვეტი ბრძოლა ეროვნული ინტერესებისთვის და არა მხოლოდ საარჩევნო პოლიტიკური პროცესი“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

ადგილობრივებთან შეხვედრებს ასევე ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g