LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ზღვისუბნის მოსახლეობას შეხვდა

120
ირაკლი ხელაძე

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ზღვისუბნის მე-3 მ.რ. მე-2 კვ. N32-33 კორპუსების მიმდებარე სკვერში.

დელეგატი ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო, დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა და საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„აქტიურად ვაგრძელებთ წინასაარჩევნო კამპანიას. ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით მოქალაქეებს. ძირითადად, ვსაუბრობთ იმ პრიორიტეტებზე, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი. ასევე, ვსაუბრობთ გამოწვევებზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მოსახლეობაში იგრძნობა ძალიან დიდი მუხტი და შემართება. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ღირსეულად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას გააგრძელებს“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g