LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ ვებ-გვერდებსა და სახელმწიფო უწყებების საიტებზე კიბერშეტევა განხორციელდა

77
bb69e2d5211ac437a67b219089601e1e-XL

23 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, ოპერატიული მოქმედებების შედეგად, შეტევა აღკვეთა.

გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ განხორციელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ვებ-გვერდებზე, ასევე სახელმწიფო უწყებების საიტებზე ამ წუთებში კიბერშეტევა მიმდინარეობს. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს მასირებული კიბერშეტევა როგორც „ქართული ოცნების“ ვებ-გვერდებზე, ასევე სახელმწიფო უწყებების საიტებზე“, – აღნიშნა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

მდინარაძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, მომხდარის გამოძიება უმოკლედ დროში მოხდება.

„დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები შეეცდებიან გამოიძიონ ვინ უწყობს ხელს დესტაბილიზაციის გეგმას, რომელიც უკვე ფაქტია, რაც არ უნდა კიბერშეტევები ახორციელონ, რაც არ უნდა დამატებითი დესტრუქციული მოქმედებები მოიშველიონ, სახელმწიფო დგას თავის ადგილას, კანონი დგას თავის ადგილას და ამ კანონის ფარგლებშიც გამოძიებული იქნება და ფარდა აეხდება ყველაფერს.

რა ინფორმაციაც მაქვს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტებზე და ვებ-გვერდებზე, პარტიის ყველა საიტზე და ვებ-გვერდზე, ამ წუთებშიც მიდის მასირებული კიბერშეტევა, კიბერშტურმი და პრაქტიკულად, 100 ნიუსიდან 98, 99-ის განთავსება ვერ ხდება, თუმცა მალე აღმოიფხვრება პრობლემა, IT ტექნოლოგები ამაზე მუშაობენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g