საქართველოში წარმოებული ორი სახეობის სახანძრო დანიშნულების ავტომანქანის პირველი პროტოტიპი 2019 წელს გამოჩნდება. მანქანები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერაა დაკვეთილი. პროექტი კი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ ბაზაზე, სახანძრო და სამაშველო აღჭურვილობის მწარმოებელ უმსხვილეს ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.
შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, „დელტასა“ და „როზენბაუერს“ შორის შეთანხმება 2018 წლის აპრილში ავსტრიის დედაქალაქში შედგა.