პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” თბილისში არჩევნები წააგო და საზოგადოებას, კომისიის წევრებს და გუნდის ლიდერებს ხმების დაცვისკენ მოწუდოებს.
“დღეს “ქართულმა ოცნებამ” წააგო არჩევნები თბილისში. მე მოვუწოდებ, ჩვენ მხარდამჭერებს, კომისიის წევრებს და ჩვენს ლიდერებს მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ხმები” – აცხადებს ხაზარაძე
მისი განცხადებით, ბევრ ადგილზე, საკმაოდ უხეშად წარიმართა საარჩევნო პროცესი.
“100-ზე მეტი ოქმი გვაქვს, რომელსაც ჩვენს საერთაშორისო დამკვირვებლებს მივაწვდით. დავიცვათ ხმები უბნებზე,”- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
