LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა სარეკლამო კომპანიამ რუსული მიწების გაყიდვა დაიწყო – შემოსული თანხის 100% ირიცხება უკრაინაში

343
1563443994_2302303_1563443923_6374886Russia_tourism

„სიხარულით ვიუწყებით, რომ გაიყიდა ყველაზე ძვირად ღირებული აქტივი – მოსკოვი. დარწმუნებულნი ვართ ახალი მფლობელი უკეთ განაგებს მას! ჩვენი გუნდის და უკრაინელი ბენეფიციარების სახელით მადლობას მოგახსენებთ მნიშვნელოვანი დონაციისთვის“, – ამის შესახებ ნათქვამია ქართული სარეკლამო კომპანია „ლივინგსტოუნის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ  „ლივინგსტონმა” უკრაინის მხარდასაჭერად მეტავერსში NFT-ად რუსეთის მიწების გაყიდვა დაიწყო.

„პუტინის რეჟიმის ჯოჯოხეთური აგრესიის პასუხად გადავწყვიტეთ, რომ დროა რუსეთი ნაწილებად დაიშალოს და გაიყიდოს, ხოლო ფული სასარგებლო მიზნებს მოხმარდეს უკრაინაში. გთავაზობთ დანაწევრებული რუსეთის მიწებს NFT-ს სახით.

შემოგვიერთდით!! შემოსული თანხის 100% ირიცხება უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტროს კრიპტოანგარიშებზე – Міністерство цифрової трансформації України.

ჯამში დაახლოებით 2500 რეგიონია. თითოეულისგან გამოვადნეთ უნიკალური NFT – თავისი ნამდვილი სახელით, მიწის ფართობითა და ძალიან უცნაური გერბით. არჩევანშია: მომცრო მიწები, საშუალო მიწები, დიდი მიწები, ვეებერთელა მიწები, მნიშვნელოვანი ქალაქები“, – წერია ქართული სარეკლამო კომპანია „ლივინგსტოუნის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

#იყიდება რუსეთი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები