ქართული მუსიკა, ნაცნობი მელოდიები და ფოლკლორული ნაწარმოებები – ბარსელონაში ქართველ მომღერლები ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ. „შავნაბადა”, „რანინა”, ლიზა ბაგრატიონი და პატარა ვირტუოზი ოთო ბაზერაშვილი ესპანეთში ერთად პირველად წარდგნენ.
უცნობ და კარგად ნაცნობი ქართული მელოდიები შემსრულებლებმა ლიცეუს კონსერვატორიაში ააჟღერეს. ორსაათიანი კონცერტის წინასწარ გაწერილი პროგრამა მრავალფეროვანი და საოცარი იყო. საღამოს, უცხოელ მსმენელთან ერთად, ქართველი მაყურებლებიც დაესწრნენ.
კონცერტი ბარსელონაში 6 დეკემბერს გაიმართა. მომღერლები ამბობენ, რომ საღამოსთვის საგანგებოდ მოემზადნენ. „შავნაბადას“ და „რანინას“ მონაწილე ოთო ბაზერაშვილმა და ლიზა ბაგრატიონმა საოცარი კონცერტი გვაჩუქეს. კონცერტში „შავნაბადას“ მიწვევით მონაწილეობა მიიღეს ემიგრანტმა ბავშვებმა, რომლებიც დაბადებულები არიან და იზრდებიან ბარსელონაში, მაგრამ არ კარგავენ ქართულ ფესვებს.
ოთო ბაზერაშვილთან დუეტი შეასრულა პატარა ემიგრანტმა მომღერალმა ანა ბურდულმა და ქართულ საკვირაო სკოლასთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ვაზი“სოსო სინჯიკაშვილის ხელმძღვანელობით, მათ საოცარი მელოდია ააჟღერეს.
„ეს იყო განსაკუთრებული შთაბეჭდილებების დაუვიწყარი, ემოციური და სიყვარულით სავსე საღამო,“ – ამბობენ მსმენელები კონცერტის შემდეგ.
