რუსი დეპუტატი ალექსეი პუშკოვი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და მხარს უჭერს სახელმწიფო სათათბიროს წინადადებას თბილისის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღების თაობაზე.
პუშკოვმა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსული სანქციებისგან დაზარალდებიან, ურჩია, პრეტენზიები საკუთარ ხელისუფლებას წარუდგინონ.
“მხარს ვუჭერ სახელმწიფო სათათბიროს. ზედმეტი მოუვიდათ საქართველოში ანტირუსული გამოხტომებით, „რუსთავი 2“-ის პროვოკატორებით, ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით.
სერგეი ნევეროვი განმარტავს, რომ მიზეზი საქართველოში არსებული "რუსოფობიური განწყობებია".
რუსები ქართული ღვინის, წყლისა და ფულადი გზავნილების აკრძალვაზე იმსჯელებენ
თავისი ღვინო და წყლები შეუძლიათ უფასოდ გაუგზავნონ ნატოელ მოკავშირეებს, არა მგონია მათ გადაუხადონ. ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ. ბოდიშის მოხდის დრო უკვე გავიდა“, – დაწერა რუსმა სენატორმა თავის “ტვიტერზე”.
საინტერესოა, რომ პუშკოვი ჟურნალისტიცაა და წლებია ის ანალიტიკური პროგრამის… PS “პოსტსკრიპტუმის” წამყვანია.