ჯგუფური გაუპატიურება და სამი დაკავებული – მათ შორის ორი ქართველია, თანაც ძმები.
შემთხვევა ესპანეთის ქალაქ ბილბაოში მოხდა, რა დროსაც 25 წლის ბრაზილიელი ქალი ჯგუფურად გააუპატიურეს. ადგილობრივმა პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი დააკავა, მათ შორის ერთი ალჟირელი და ორი ქართველი ძმაა.
ესპანეთში, სპეცოპერაციის შედეგად, 33 ბინის გაქურდვაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გამოძიების ინფორმაციით, ქალი ქუჩაში გაცნობილ მამაკაცთან ბინაში ასვლას დათანხმდა, თუმცა ბრაზილიელი როგორც ამბობს, სასმელში “თეთრი ფერის ფხვნილი გაურიეს, რის გამოც მან წინააღმდეგობის უნარი დაკარგა”.
გამოძიების ცნობითვე, ქალმა ძმასთან დარეკვა მოახერხა და მისი ადგილსამყოფელიც ამის მიხედვით დადგინდა.
სპეცოპერაცია ესპანეთში: დაკავებულია საქართველოს 25 მოქალაქე