ესპანელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად 46 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას 33 ბინის გაქურდვაში ედება ბრალი. პოლიციამ ეჭვმიტანილი ვალენსიაში აიყვანა.
გამოძიების ცნობით, დაკავებულს ბინიდან ფული და ძვირფასეულობა მიჰქონდა, ნივთების საერთო ღირებულება კი, ასობით ათას ევროს შეადგენს.
სამართალდამცველები ეჭვმიტანილის თანამზრახველებს ეძებენ.