LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი გოგონა, რომელმაც მოგზაურობისას ბერლინის ქუჩაში იმღერა, ბარში მიიწვიეს [ვიდეო]

9228
eleneeeeee

ელენე ჭყონია, ქართველი გოგონაა, რომელიც ევროპაში წელს პირველად გაემგზავრა. მისი პირველი ევროტური, რომელიც გერმანიიდან დაიწყო, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

დასთან ერთად მოგზაურობისას, 17 წლის ელენემ, ბერლინში ქუჩის მუსიკოსთან ერთად იმღერა.

მისმა გამოსვლამ მოხიბლა, როგორც ადგილზე მყოფები, ასევე გიტარისტი, რომელმაც ელენე იმავე საღამოს, ბარში მიიწვია.

გოგონამ ბერლინის ბარში გიტარისტთან ბრაიან გრეისონთან ერთად სამი სიმღერა შეასრულა.

ვიდეოები “ფორტუნას” მისმა დედამ ნინო კალანდაძემ გამოუგზავნა, როგორც ის ამბობს, გოგონას ლონდონიდან ერთ-ერთი პროდიუსერიც დაუკავშირდა.

ელენეს დედა “ფორტუნასთან” ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისი შვილი პიანისტია, ხოლო სიმღერა გოგონასთვის ჰობია.

ელენე დასთან, ნია ჭყონიასთან ერთად მოგზაურობს. შემდეგი გაჩერება მათ ლუქსემბურგში აქვთ, ბოლოს კი მილანში მიდიან, საიდანაც საქართველოში დაბრუნდებიან.

mazda magti 5g