პროფესიონალ ველოსიპედისტთა გაერთიანება – Pro Cycling Georgia საზოგადოებას ქართველი ველოსიპედისტის საოცარი სიმამაცის ისტორიას უზიარებს და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს:
„Ivane Kukhilava, ქართველი ველომოყვარული, რომელმაც საკუთარი ველოსიპედი გაყიდა, აღებული თანხით ბილეთი შეიძინა და უკრაინაში ქართულ ლეგიონს შეუერთდა;
მან საქართველოს ყველა კუთხე ველოსიპედით შემოიარა, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ველო-აქტივობებსა და ღონისძიებებში; ამჟამად კი მოძმე ერის მხარდამხარ ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის;
მთელი გულით ვუსურვებთ გამარჯვებასა და მშვიდობიან დაბრუნებას და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს სახელის საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისათვის.“ – წერენ ველომრბოლელები სოციალურ ქსელში.