LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Qatar Airways ქართულ ავიაბაზარს 31 მაისამდე ტოვებს

82
D9LDHG-WkAAEHD-

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყატარულმა ავიაკომპანია Qatar Airways-მა საქართველოს ავიაბაზარი 31 მაისამდე დატოვა.

აღნიშნულის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე აცხადებს. მისივე ინფორმაციით, Qatar Airways-ი ამ თვეში ბოლო რეისს ასრულებს და საქართველოს მიმართულებით ფრენებს 31 მაისამდე შეწყვეტს.

აღსანიშნავია, რომ ეპიდემიამ განსაკუთრებით დააზარალა ავიაინდუსტრია. როგორც იცით, ვირუსის შესაჩერებლად არაერთი ქვეყნის ხელისუფლებამ საზღვრები დაკეტა და ფრენები აკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები