LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქათმები შეჭამა, ძროხაც დაკბინა, ჩემი შვილი ძალიან გამწარდა  და ასე სცემა – ბრალი დასდეს თითქოს მეხუთე კლასელზე იძალადა, ეს ტყუილია“ – ძაღლზე მოძალადე კაცის დედა

923
ძაღლზე მოძალადე კაცის დედა

მარნეულში ძაღლზე სასტიკი ძალადობის ფაქტზე დაკავებულის დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა ცხოველი სასიკვდილოდ იმიტომ გაიმეტა, რომ ქათმები შეჭამა და ამის გამო ის გამწარდა. 

50 წლამდე მამაკაცის, არიფ გოიუშოვის დედის თქმით, შემთხვევა 1 თვის წინ მოხდა, ხოლო ვიდეო ვინ გადაიღო, არ იცის.

„მთელი ჩემი ქათმები ძაღლმა შეჭამა, ძროხაც დაკბინა, 10-ზე მეტი ქათამი მოკლა, ძალიან გამწარდა ჩემი შვილი და ასე სცემა, ეს ამბავი დაახლოებით, ორი თვის წინ მოხდა, ვიდეო ვინ გადაიღო, არ ვიცი.

„მახსოვს, როგორ ხოცავდნენ სოფელში ძაღლებს იმის გამო, რომ საბუდარში კვერცხი შეჭამეს… ადამიანი, ყველაზე წუწკი არსება დედამიწაზე, კლავდა სიწუწკისთვის“ – გიორგი კეკელიძე

ახლა გამოააშკარავეს, ჩემი შვილი გუშინ წინ მოტყუებით გაიყვანეს ხევში და დაახლოებით, 5-მა პირმა სასტიკად სცემა, ჩემმა შვილმა თქვა, დანას ეძებდნენ, მოკვლა უნდოდათო..

სახლში სასტიკად ნაცემი მოიყვანეს. პოლიცია რომ მოვიდა, ჩემი შვილი საწოლში იყო ნაცემი, ბრალი დასდეს თითქოს მეხუთე კლასელზე იძალადა, ეს ტყუილია.

გოგოს ბებია იყო ჩვენთან მოსული და ვუთხარი, ჩემი შვილი ამას არ იზამდა, გაუგებრობაა-თქო. ვფიქრობ, ეს ვიდეო იმისთვის გამოაქვეყნეს, რომ ცემის ამბავი გადაეფარათ“. – ამბობს „ტვ პირველთან“ დაკავებულის დედა.

ინფორმაციისთვის, ძაღლზე სასტიკი ძალადობის ვიდეო გუშინ, გვიან ღამით გავრცელდა.

გუშინვე, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g