ოსკაროსანი ქეით ბლანშეტი, რომელიც წელს ისევ ამერიკული კინოაკადემიის მთავარი ტრიუმფატორი შეიძლება გახდეს, ,,ბერლინალეს” სტუმრობს. გერმანული კინოს საერთაშორისო ფესტივალზე ბლანშეტი ბრწყინავდა „ჟივენშის“ ფერად კაბაში, რომელიც ულამაზესი ფერადი მაქმანებით იყო გაფორმებული, ხოლო თავად კაბის ზედა ნაწილი, შავი ფერის სადა ანსამბლს წარმოადგენდა. ეს კაბა ქეითს 2019 წელს კანის კინოფესტივალზე ეცვა.
ქეითმა ბერლინალეზე ტოდ ფილდის ახალი ფილმი „ტარი “ წარადგინა, რომლითაც ის „ოსკარზეა“ ნომინირებული.
შემოდგომის ლეგენდა – 53 წლის ქეით ბლანშეტი „ვენითი ფეარის“ გარეკანზე
„არმანის“ ვერცხლისფერი კაბა 300 კრისტალით – მომაჯადოებელი ქეით ბლანშეტი წითელ ხალიჩაზე
ქეით ბლანშეტი და ვუდი ჰარელსონი ერთად? – ვარსკვლავები „გლასტონბერის“ ფესტივალზე ერთად გამოჩნდნენ