ქეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი სულ ცოტა ხნის წინ პაკისტანში, 5 დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. საზოგადოების ყურადღება კვლავაც ჰერცოგინიას ჩაცმულობამ მიიპყრო, მან პრინცესა დაიანას ლუქი გაიმეორა და გარდა კაბის ფერისა და სტილისა, იდენტური დიზაინერიც აირჩია.
ჰერცოგი და ჰერცოგინია ახლა ვერტმფრენით ჰიმალაიში გადაფრინდნენ. კეიტმა დიანას მსგავსად კვლავ ნაციონალურ ტანისამოსზე შეაჩერა არჩევანი.
ცნობისთვის, პრინცესა დაიანა 1991 წელს ჰიმალაის მკვიდრ მოსახლეობას შეხვდა და მისი ჩაცმულობაც ანალოგიურ სტილში იყო გადაწყვეტილი.