მარსდენის სამეფო ჰოსპიტალში ვიზიტისას, ქეით მიდლტონმა ვრცლად ისაუბრა თავის დიაგნოზზე და თქვა, რომ მისი სიმსივნე, როგორც იქნა, რემისიის პროცესშია. უელსის პრინცესამ დაავადება საბოლოოდ დაამარცხა და ახლა მთელი ძალისხმევა კიბოს დიაგნოზის მქონე ადამიანების დახმარებაზე აქვს მიმართული.
მედიაში ბევრს წერენ იმის შესახებ, როგორ მოახერხა ქეით მიდლტონმა ქიმიოთერაპიის დროს გრძელი თმის შენარჩუნება, რადგან ცნობილია, რომ პროცედურების დროს, პაციენტებს თმა სცვივათ. ქეითმა ამის შესახებ იმ კლინიკაში ვიზიტის დროს ისაუბრა, სადაც თავად გადიოდა ქიმიოთერაპიის კურსს.
პრინცესამ განმარტა, რომ თმის შენარჩუნებაში მას უახლესი მეთოდი, სპეციალური ქუდი დაეხმარა, რომელსაც პაციენტები ქიმიოთერაპიის დროს იყენებენ და რისი დახმარებითაც თავის ზონა მაქსიმალურად დაცულია.
ქეითი ამბობს, რომ მან ექიმებს თავად სთხოვა ამ მეთოდისთვის მიემართათ, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო: „ისე შევეჩვიე ამ ქუდს, მასთან განშორებაც კი გამიჭირდა, განაცხადა ქეითმა პაციენტთან საუბრისას, რომელიც კლინიკაში პროცედურას სწორედ ამ ქუდით გადიოდა.
ქეით მიდლტონმა ქიმიოთერაპიის დასრულებისთანავე, სპორტდარბაზში ვარჯიში განაახლა