ქეთათო თავისი გვერდზე „ფეისბუქში“ ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რეზინის ტყვიები, რომლებიც გუშინ ხალხის დასაშლელად გამოიყენეს, დიდი მასის მქონე ცხოველების შესაკავებლად გამოიყენება.
ქეთათო წერს:
„ქართველი ხალხი ნამდვილად არ არის მძიმეწონიანი საქონელი. ძალის გადამეტება კიდევ ერთი შეცდომაა, რომელიც უნდა აღიაროს დღევანდელმა ხელისუფლებამ. აღიარება ერთადერთი გზაა, ამ ჩიხურ სიტუაციაში. ყვითელი ავტობუსების დრომ ჩაიარა და პროვოკატორი მაჯლაჯუნებით მომიტინგეების დაშლა წინა წელს ჩაბარდა. მთავარი პროვოკატორი სახეზეა“.