LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან წამებულის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

84
სახანძრო

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. 

როგორც “ფორტუნას”  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე  ლოკალიზებულია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 11 ეკიპაჟი მუშაობდა. უწყების ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.