LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქიმიური ხსნარის შესხმის ფაქტს ვერ დაგიდასტურებთ“ – როგორია “პირველი არხის” დაშავებული ჟურნალისტების მდგომარეობა

99
ილიკო-თვალიაშვილი

„პირველი არხის“ ოპერატორს ირაკლი თვალიაშვილს 5 ივლისს თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე თვალები დაუზიანდა.

როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მას თვალში ქიმიური ხსნარი შეასხეს და სწორედ ამან გამოიწვია თვალების დაზიანება.

„პირველი არხის“ ძალადობის შედეგად დაშავებული ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად ეკა შონიას, პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს დაუკავშირდა.

„ილია თვალიაშვილი საავადმყოფოშია, ჯერ კიდევ არ გამოუშვეს. გაუკეთეს “კატე” და სხვა გამოკვლევები. აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა. ძალიან სერიოზული დაზიანება არ აქვს და იმედი მაქვს, დღეს გამოუშვებენ, მაგრამ გუშინ ძალიან მძიმედ იყო“. – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბარში ეკა შონიამ.

მისივე თქმით, ქიმიური ხსნარით თვალების დაზიანების ფაქტს ვერ დაადასტურებს, რადგან მკურნალი ექიმისგან ინფორმაცია ამის შესახებ არ მიუღიათ.

„ქიმიური ხსნარით თვალების დაზიანების შესახებ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. გუშინ იყო ეჭვები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს უკვე ექიმისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ დამწვრობა არ არის და გადავრჩით. „დუბინკა“ აქვს თვალში ჩარტყმული. გუშინ თვალები ძალიან ტკიოდა, ვერ ახელდა. ჩვენი დირექტორი რომ მივიდა მის სანახავად, უთხრეს, ჯოხი აქვს თვალში ჩარტყმული იმდენად ძლიერად, რომ თვალში ჰქონდა სერიოზული სისხლჩაქცევა,” – განმარტა საინფორმაციოს უფროსმა.

ეკა შონიამ 5 ივლისს „პირველი არხის“ დაშავებულ ჟურნალისტებზე საუბრისას აღნიშნა:

„ჟურნალისტი რეზი ხუციშვილი დაშავდა მსუბუქად. დღეს ვერ მოვიდა სამსახურში, ფეხი აქვს დასიებული, რადგან დროშის ტარი ჩაარტყეს ფეხში და დღეს ფეხზე ადგომა ვერ მოახერხა. 

ანა ბროლაძე ბეწვზეა გადარჩენილი, მოტოციკლის კადრები ალბათ ნახეთ, კინაღამ გადაუარა მოტოციკლმა, გადავრჩით…

ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე აქციიდან მოვიდა დაპორჭყნილი. მოკლედ, აბსოლუტურად ყველა გადამღებმა ჯგუფმა მიიღო მეტ-ნაკლებად დაზიანება, ზოგმა ფიზიკური და ზოგმა ფსიქოლოგიური“. – განაცხადა “ფორტუნასთან” პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკა შონიამ.

ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

5 ივლისს, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. აგრესიული ქმედებების შედეგად დაშავდა სხვადასხვა მედიასაშუალების ათობით წარმომადგენელი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები