15-16 აპრილს, კახეთში, ქირურგიის ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – “ბირთვული მედიცინა ონკოლოგიაში“.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ბირთვული მედიცინის მოწვეული პროფესორები: აშშ-დან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან და საქართველოდან.
უცხოელი სტუმრები სამედიცინო საზოგადოებას წარუდგენენ მოხსენებებს ონკოდაავადებების დიაგნოსტირება-მკურნალობაში ბირთვული მედიცინისა და პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (პეტ/კტ) მნიშვნელობის შესახებ.
იმავდროულად, ქირურგიის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციური ონკოლოგები და სამედიცინო ფიზიკოსები წარმოადგენენ საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს და დამსწრეებს გაუზიარებენ საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას.
საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც საკონფერენციო დარბაზში დასწრების, ასევე დისტანციურად, ვიდეოკავშირის საშუალებით.