LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქმარმა ძალიან ბევრი კომფორტი შემიქმნა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩემს შვილებთან მისი ურთიერთობა და ჩემდამი დამოკიდებულება. არც კი მეგონა, თუ არსებობდნენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ასე იზრუნებდნენ მეორე ადამიანზე“ – ცისანა სეფიაშვილი

669
ცისანა სეფიაშვილი

მომღერალი და ტელეწამყვანი ცისანა სეფიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ცხოვრების ამჟამინდელ ეტაპსა და მეუღლეზე, ოთო გიორგობიანზე საუბრობს. მისი თქმით, ქმარი მაქსიმალურ კომფორტს უქმნის და მის გვერდით თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.

– როგორი კომფორტი შეგიქმნათ, რომ ასე ბედნიერად და ლაღად გრძნობთ თავს?

„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს შვილებთან მისი ურთიერთობა და ჩემდამი დამოკიდებულება. არც კი მეგონა, თუ არსებობდნენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ასე ზრუნავენ მეორე ადამიანზე. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. ხშირად ვეხუმრები კიდეც, რომ მის გვერდით უფრო კეთილშობილი გავხდი.

ის ჩემს ყველა წამოწყებას მხარს უჭერს – იქნება ეს ტელევიზია, სიმღერა თუ ახალი იდეები, რომელთა განხორციელებაც მომავალში მსურს.

ყველა შემთხვევაში ჩემს გვერდით დგას და ყველაფერში მიწყობს ხელს, რაც ძალიან მაბედნიერებს“, – ამბობს ცისანა სეფიაშვილი.

„საუბარი იყო გადარჩენა-არგადარჩენაზე… ერთი წუთით არ დამიტოვებია მეუღლე საავადმყოფოში, ერთად ვათენებდით ღამეებს“ – ცისანა სეფიაშვილი რთულ პერიოდზე

„მე და ჩემს მეუღლეს ამდენი წლის განმავლობაში არც კი გვიკამათია“ – ცისანა სეფიაშვილი შვილთან ერთად „ფორტუნას“ ობიექტივში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g