LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქმრის ინფანტილურობით შეღონებული ქალი“ – მედიაში ჯასტინ და ჰეილი ბიბერების უახლესი ფოტოები ვრცელდება

1542
page

ჯასტინ და ჰეილი ბიბერები პარასკევს, შობის მოახლოებამდე რამდენიმე დღით ადრე, დასავლეთ ჰოლივუდში, ლანჩზე ერთად გამოჩნდნენ. ჰეილის ელეგანტური პალტო ამშვენებდა, ჯასტინი კი ტრადიციულად შორტებში იყო გამოწყობილი. მათი ქცევა კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა, ისინი თითქმის არ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ქორწინების კრიზისის შესახებ ადრე გავრცელებული ხმები.

29 წლის ჰეილი უკმაყოფილო სახით მიდიოდა, 31 წლის ჯასტინი კი მას უკან მიჰყვებოდა.

„ქმრის ინფანტილურობით შეღონებული ქალი“, – ასე დაახასიათეს გავრცელებული ფოტოები მედიაში.

ცნობისთვის, ივლისში ჯასტინმა გავრცელებულ სპეკულაციებს ალბომით Swag უპასუხა. სიმღერებში მან ღიად ისაუბრა ურთიერთობის სირთულეებზე, „მოთმინების გამოცდასა“ და „პაუზაზე“, თუმცა მკაფიოდ აღნიშნა, რომ მეუღლესთან დაშორებას არ აპირებს.

ვიდეო: „მე და ჩემი ცოლის დაქალები“- ჯასტინ ბიბერის „სითბოს ფრქვევა“ კონცერტზე

ჯასტინ და ჰეილი ბიბერების ვაჟი 1 წლის გახდა – წყვილი ბიჭუნას სახეს კვლავ მალავს

„ყველას დაგვცინის“ – ჯასტინ ბიბერის ახალი ფოტოები კრიტიკის ობიექტი ხდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები