LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში 15 წლის გოგონა სრულწლოვან მამაკაცზე დაქორწინდა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

102

ქობულეთის სოფელ ლეღვაში 15 წლის გოგონა სრულწლოვან მამაკაცზე სექტემბერში დაქორწინდა. გოგონას სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ არასრულწლოვანი ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან სკოლაში არ გამოცხადებულა, 1 ოქტომბერს კი ის სხვა საჯარო სკოლაში გადავიდა. დირექტორის თქმით, მან ფაქტის შესახებ მოგვიანებით შეიტყო და რადგან გოგონა უკვე მათი სკოლის მოსწავლე არ იყო, თავი ვალდებულად არ ჩათვალა, მომხდარის შესახებ შესაბამისი სამსახურებისთვის ეცნობებინა.

განმარტებებს აკეთებენ ქობულეთის რესურს ცენტრშიც. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ მედიისგან შეიტყვეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ, სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას 16 წლის ასაკს მიუღწეველთან და ისჯება 3 წლამდე პატიმრობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g