LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

226
ავარია

ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ადგილობრივ კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ცნობითვე, შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g