LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, არის მსხვერპლი

74
1

ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ შემოვლით გზაზე დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილები შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა.

შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა და ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთის, სატვირთო ავტომობილის მძღოლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და ის კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g