ქორწინების 1 წლის თავზე, ლანა დელ რეი მეუღლესთან, ჯერემი დუფრეინთან ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდა. წყვილი ,,პარიზის მოდის კვირეულზე” ,,ვალენტინოს” 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებას დაესწრო და კამერების წინ ერთმანეთის მიმართ გრძნობების გამოხატვას არ მოერიდა.
არტისტმა საღამოსთვის სწორედ იტალიური მოდის სახლის მომავალი წლის ,,რეზორტ” კოლექციიდან ღია იისფერი აბრეშუმის შიფონის კაბა მოირგო, რომელსაც მხრებიდან ოდნავ ჩამოშვებული ბეწვის აქცენტები ჰქონდა. ლუქს, რომელიც ზედა ნაწილში შეკრული იყო, მარცხენა თეძოზე ბაფთა ამშვენებდა.
ლანა დელ რეიმ ალიგატორების ტურის გიდს ბედი ოფიციალურად გასული წლის სექტემბერში დაუკავშირა. როგორც ცნობილია ისინი ერთმანეთს 2019 წლიდან ხვდებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ Valentino-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტზე პიერპაოლო პიჩოლი შარშან, ალესანდრო მიკელემ ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი 2015 წლიდან 7 წლის განმავლობაში, Gucci-ის ხელმძღვანელობდა.