„ქუჩიდან უნდა მობრძანდნენ პარლამენტში, მერე შევხედავთ არის თუ არა რესურსი იმის, რომ შევრიგდეთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტი: პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ
მისი თქმით, პარლამენტში შესვლის შემდეგ ოპოზიციამ უნდა აღიაროს პარლამენტის ლეგიტიმურობა და დაიწყონ ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი.
„შერიგება ძალიან კარგია და მივესალმებით, მაგრამ ნაბიჯები უნდა გადმოდგას გაბუტულმა ოპოზიციამ, რომელიც გაიქცა პარლამენტიდან ქუჩაში. ჩვენ ხომ არ გავიქცევით პარლამენტიდან ქუჩაში? ქუჩიდან უნდა მობრძანდნენ პარლამენტში და მერე უკვე ამ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში შევხედავთ არის თუ არა რესურსი იმის, რომ შევრიგდეთ. სამწუხარო ის არის, რომ ასეთი სივრცის არსებობის საშუალებას არ იძლევა სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია. ნომერი პირველი რაც უნდა გააკეთონ, ეს არის რომ მობრძანდნენ საქართველოს პარლამენტში, აღიარონ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა, დაიწყონ ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი“, – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
ამავე თემაზე:
