სამხრეთ კორეაში 8 ადამიანისგან შემდგარმა დაჯგუფებამ ნავთობის მილსადენისკენ 10 მეტრის სიგრძის გვირაბი გათხარა. ინფორმაციას ამის შესახებ Oddity ავრცელებს.
თავისი გეგმის შესასრულებლად კრიმინალებმა მილსადენის სიახლოვეს მთელი სასტუმრო დაიქირავეს და 4,5 მილიონი ვონიც გადაიხადეს. დაბინავებისთანავე მათ შენობა დაკეტეს და მაშინვე გვირაბის თხრა დაიწყეს. იმისათვის, რომ ხმაურით ყურადღება არ მიექციათ, მხოლოდ ნიჩბებს და წერაქვებს იყენებდნენ.
დაახლოებით ერთი თვის ვადაში დაჯგუფებამ 10 მეტრის სიგრძის გვირაბი გათხარა და მილსადენს მაქსიმალურად მიუახლოვდა. მათ მხოლოდ 30 სანტიმეტრის დამატება რჩებოდათ, როცა სასტუმროში პოლიცია მივიდა. ყველა ვინც შენობაში იმყოფებოდა, დააპატიმრეს.
გამოძიების ფარგლებში დამნაშავეებმა აღიარეს, რომ მოპარული ნავთობის ბენზინგასამართ სადგურზე გაყიდვას აპირებდნენ.