LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-ათენი-ქუთაისის პირველი რეისი შესრულდა

53

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ათენი-ქუთაისის პირველი ბაზირებული რეისი შესრულდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიარეისი Wizz air-ის მეორე ბაზირებული, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდით განხორციელდა. პირველი რეისის მგზავრებს ქართული ღვინო, ბორჯომი, სარაჯიშვილის კონიაკი და ტკბილეული დაურიგდათ.

დღეიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება Wizz air-ის მეორე ბაზირებულმა თანამედროვე საჰაერო ხომალდმა დაიწყო, რომელიც რეგულარულ ფრენებს ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, იტალიისა და საბერძნეთის მიმართულებით შეასრულებს. Wizz air ასევე, ქუთაისიდან ბერლინისა და დორტმუნდის მიმართულებით სიხშირეებს ზრდის.

ამასთან დაკავშირებით დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილია ღონისძიება, რომელზეც სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air-ის მარკეტინგის დირექტორი იოჰან ეიდჰაგენი გამოვლენ. სიტყვის დასრულების შემდეგ, პარიზიდან ქუთაისის მიმართულებით განორციელებული პირველი რეისის საზეიმო დახვედრა გაიმართება.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები