ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბელგიის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია „ვიზეარი“ 4 აგვისტოდან შეუდგება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებული ინცორმაციით, ბრიუსელი არქიტექტურული შედევრებისა და მუზეუმების ქალაქია. ის სავსეა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებით.
„როდესაც შენობების დათვალიერებას მორჩები, აუცილებლად უნდა მოიწყო ბრიუსელის შოკოლადის ტური, ხოლო თუ საკუთარი ნახელავით ტკბობა გსურს, შეგიძლია, ვორქშოფსაც დაესწრო“, – აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.
მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბელგიური ლუდის კულტურა და გემოს მრავალფეროვანი არჩევანი.

