LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში 65 წლამდე ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებებით კლინიკაში გარდაიცვალა 

98
ელჯი - ქუთაისი

ქუთაისში 65 წლამდე ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებებით კლინიკაში გარდაიცვალა – ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“ ქუთაისის კლინიკა „ლჯ და კომპანიაში“ დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ქალმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა. ის სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა.

მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა. როგორც „ლჯ და კომპანიაში“ გვითხრეს, სავარაუდოდ, ცოფი ჩატარებული ვაქცინის გამო, შესაძლოა ანალიზში აღარ გამოვლინდა.

მათივე ინფორმაციით, ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g