LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აღარ გაიხსნება

218
71138991-703504590166821-7493806414905737216-n-2019-09-12-09-57-54-786126

ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის ამოქმედება, პანდემიის გამო, გადაიდო და როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, მის ნაცვლად ელექტრობატარეების წარმოება დაიწყება. ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ მთავრობა ელექტრომობილების ქარხნის იდეას ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების შემდეგ მიუბრუნდება.

“მსოფლიოში კოორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის, დაკარგული სამუშაო ადგილების და გაღარიბების ფონზე, ძვირადღირებულ ავტომობილებისა და ელექტრომობილებზე მოთხოვნა შემცირებულია. რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმები, რომ საჯარო სექტორიც გადასულიყო ელექტრომობილებზე, ახალი შესყიდვები განეხორციელებინა და მხარი დაეჭირა ადგილობრივი წარმოებისთვის, გადაიდო, რადგან ჩვენი ბიუჯეტი სულ სხვა პრიორიტეტებით არის დატვირთული. თუმცა, ვმუშაობთ ელექტრობატარეების წარმოების საქართველოში შექმნის პროექტზე, რომელიც თავისი შინაარსით მიახლოებულია ზემოთ აღნიშნულ პროექტთან, ორიენტირებულია ენერგიის დაზოგვა-დაგროვებაზე და ვფიქრობთ, შეიძლება ამ ტერიტორიაზე მსგავსი ტექნოლოგიებით მომუშავე საწარმოები განვითარდეს,” – აცხადებს ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის გახსნაზე 2019 წელს დაანონსდა და ითქვა, რომ ჩვენთან წარმოებული ელექტრომობილები ექსპორტზე ევროკავშირშიც გავიდოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g